Regresearch.ge ახალგაზრდა მკველვარების მიერ შექმნილი ანალიტიკური პორტალია, რომლის მიზანიცაა რეგიონში მიმდინარე პროცესების გაშუქება და ქართველი მკითხველისთვის მათი გაცნობა. ჩვენ ვეცნობით და ვთარგმნით აზერბაიჯანულ, თურქულ, რუსულ, სომხურ და უკრაინულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფრომაციას და მას თითქმის უცვლელად გთავაზობთ, ინტერპრეტირების გარეშე. სხვა მრავალი მიზეზის გარდა, ეს ყველაფერი იმისთვისაც კეთდება, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა საკითხები დგას დღის წესრიგში ჩვენ სამეზობლოში, რა თემებია აქტუალური და ა.შ. ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმირებულობა დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო, რომელთა ჩამოთვლაც შორის წაგვიყვანს. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ აღნიშნული თემატიკის სიახლეებს ქართული საზოგადოების სერიოზული ნაწილი ვერ ეცნობა სულ მცირე ორი მიზეზის გამო. ესენია:

  • ენობრივი ბარიერი. თუ რუსულს არ ჩავთვლით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არ იცის მეზობელი ქვეყნების ენები, სომხური, აზერბაიჯანული და თურქული. შესაბამისად, ვერც ამ ენებზე მაუწყებელ მედია-საშუალებებში არსებულ ინფორმაციას გაეცნობა
  • თავად ქართული მედია ნაკლებ დროს უთმობს რეგიონში მიმდინარე პროცესების გაშუქებას. შესაბამისად, ჩვენი მიზანია რომ არსებული სურათი, შესაძლებლობათა ფარგლებში, შევცვალოთ.
  • გვერდზე ასევე იდება რეგიონის თემატიკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური მასალა: სტატიები და კვლევები.
  • ჩვენი ჯგუფი მზადაა ითანამშროლოს ყველა დაინტერესებულ პირთან თუ ორგანიზაციასთან, მათი სურვილის შემთხვევაში.
კომენტარები