ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო მანევრები უნდა გააგრძელოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მილიტარიზაციის პროცესს, რომელსაც ჩინეთი  დაჟინებით განაგრძობს, რითაც პეკინი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. ამ შინაარსის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა სამშაბათს 29 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კუნძულ ჰავაიზე  გააკეთა. მეტისი იქ ახალი სამეთაურო გუნდის დანიშვნის ცერემონიას დაესწრო და ჟურნალისტებს სატელიტით გადაღებული სურათი უჩვენა(იხილეთ სურათი).

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას წინ უძღოდა შაბათს 27 მაისს მომხდარი მოვლენა, როდესაც ჩინეთის მიერ მისაკუთრებული ერთ-ერთი კუნძულის სიახლოვეს ამერიკული ფლოტი მიცურდა.  ეს ყველაფერი ჩრ. კორეის პრობლემის გადაჭრის პარარელურად მიმდინარეობს, სადაც ჩინეთს მნიშვნელოვანი როლი უკავია და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დიდი მონდომებით ადევნებს თვალყურს ამ ყველაფერს. ამერიკული ფლოტის მანევრს  ჩინური სანავიგაციო სისტემებისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ ბლოკავდა იაპონური სანავიგაციო სისტემების მოქმედებას.  ჩინეთმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარ ფლოტს გააგზავნიდა რათა ამერიკული შენაერთები უკან გაბრუნებულიყვნენ.

ამ ოპერაციის დაგეგმვამდე რამოდენიმე ხნით ადრე, აშშ-მ სანქციის სახით  ჩინეთი საერთაშორისო სამხედრო საზღვაო სწავლებების სიიდან ამოშალა, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირეებთან ერთად წყნარ ოკეანეში გაიმართა. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ჩინეთის ასეთი თავგასულობა და სამხედრო მანევრები ემსახურება სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ამერიკის მოკავშირეებზე. ამერიკელ გენრლებს მოჰყვათ ასევე სატელიტის მიერ გადაღებული სურათები სადაც ნათლად ჩანს, რომ კუნძულ „Woody-ზე“ , პეკინმა  „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები განათავსა. ხოლო მაისის დასაწყისში, ჩინური სტრატეგიული ბომდამშენები დაეშვნენ ჩინეთის მიერ მიტაცებულ კუნძულებზე და რეგიონში სხვადასხვა ტიპის წვრთნები ჩაატარეს.

მეტისმა განაცხადა:  „როდესაც ისინი (ჩინეთი) მოქმედებენ ყველას საწინააღმდეგოდ, ამის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია მათთან თანამშრომლობა“. გენერალმა ასევე ჩინეთის მხრიდან კრიტიკაზეც  ისაუბრა, რომელიც პირველად ამერიკელ დიპლომატებს დაატყდათ თავს პეკინში მოვალეობის შესრულების დროს. მეტისი გეგმავს  სინგაპურში ვიზიტს, რომელიც ივნისში გაიმართება სადაც მას ჩინეთისთვის, კონკრეტული და კრიტიკული განცხადებები ექნება.

ჩინეთი, რომელიც ასე ჯიუტად აგრძელებს სამხრეთ ჩინეთის ზღაში ტერიტორიების მიტაცებას, მთავარი მიზეზი არა უსაფრთხოების უზრუნველყოფა არამედ ამ ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სანაოსნო გზაა, რომელსაც ყოველწლიურად პეკინისთვის დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარის სარგებლის მოტანა შეუძლია. რაც შეეხება ჩინეთის მეზობლებს: ბრუნეის, მალაიზიას, ფილიპინებს, ვიეტნამს და ტაივანს, პეკინი მათ თამაშ-გარე სიტუაციაში დატოვებს.

კომენტარები