მოსკოვში დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ყირგიზეთში ახალი სამხედრო საავიაციო ბაზა გახსნან. ამ ნაბიჯით მოსკოვში ფიქრობენ რომ ბიშკეკის უსაფრთხოებას და ცენტრალური აზიის სტაბილურობას გააღრმავებენ, თუმცა  უსაფრთხოების გარდა რუსეთი რეგიონში ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაბალანსებასაც შეძლებს. ამ კუთხით ახალი სამხედრო ბაზის გახსნა რუსული დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ჯერჯერობით ცნობილი არაა რა რეგიონში განთავსდება ბაზა და  რა სახის შეიარაღებას განათავსებს რუსეთი ახალ ბაზაზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ამბიციებს მარტივად მოერგება.

რუსულ საინფორმაციო სივრცეში სამხედრო ბაზის გახსნას, ავღანეთიდან ტერორისტების შესაძლო შემოდინებით ამართლებენ. რუსი ექსპერტების განცხადებითით, ყირგიზეთის დერეფნად გამოყენება და ამით რუსეთში შეღწევა მარტივია თალიბანისთვის. ექსპერტების ეჭვები ემყარება ბოლო დროს ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანის გააქტიურებით, ტერორირსტებმა ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრებზე დაიკავეს სხვადასხვა რაიონები და სოფლები, რაც გამოიწვევს მათ კიდევ უფრო გაძლიერებას, ხოლო შემდეგ რუსეთში მარტივად შეაღწევენ. დღესდღეობით რეგიონში რუსეთის დაქვემდებარებაში ყაზახეთში არესბული რადარია, ასევე ტაჯიკეთში რეგულარული არმიის ბაზა რომელსაც ყირგიზეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კანტში არსებული სამხედრო აეროდრომი ემატება.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთს ძალიან უნდოდა მის ტერიტორიაზე ახალი რუსული ბაზის გახსნა.  ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი კი ამის აუცილებლობას ტერორიზმის საფრთხეებითა და ეთნიკურად უზბეკი მუსლიმების შესაძლო პროვოკაციებით ამართლებდა.  2017 წელს მან კრემლს საკუთარი სურვილები გაანდო და მეტიც, მან რუსებს კანტში არსებულ ბაზაზე სამხედრო პერსონალის გაზრდაც ურჩია.

რუსული ბაზების გახსნა კრემლის გრძელვადიან, სტრატიგიულ გეგმებს ეფუძვნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვის გავლენები რეგიონში მნიშვნელოვნად შეირყა და ბიძგი მისცა ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებას. დღესდღეობით უმთავრეს გამოწვევად რეგიონში მაინც ჩინეთი რჩება, რომელიც მტაცებლური ეკონომიკით განაგრძობს ცენტრალურ აზიასა და მსოფლიოში ფეხის მოკიდებას.

როგორც ჩანს ისლამურ ექსტრემიზმს რუსეთი და ჩინეთი მარტივად გამოიყენებს, რათა ამერიკის გავლენა რეგიონში და ავღანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ასევე აღსანიშნავია გასულ კვირას რუსი დიპლომატების შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან  შეხვედრაც. შეხვედრაზე რუსებმა, ჩინელ, ინდოელ და პაკისტანელ კოლეგებთან ერთად იმსჯელეს ავღანეთის პორბლემის მოგვარებაზე და ამერიკის შეერთებული შტატების  ამ პროცესებიდან გამორიცხვის აუცილებლობაზე.

რუკაზე წითლად მონიშნულია ქალაქები, სადაც მოიაზრებენ რუსული სამხედრო საავიაციო ბაზის გახსნას. ასევე ხედავთ ქალაქ კანტს, დედაქალაქ ბიშკეკთან ახლოს, რომელიც რუსულ სამხედრო საავიაციო ბაზას მასპინძლობს 2003 წლიდან.

კომენტარები