2018 წლის 29 – 30 მარტს სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამხედრო გამოფენა გაიმართა, სადაც სამხედრო შეიარაღების ნიმუშები იქნა წარმოდგენილი. გამოფენებში ძირითადად რუსული და აზიური ქვეყნების კომპანიები მონაწილეობდნენ, რათქაუნდა სომხეთის სამხედრო მრეწველობის ნიმუშებიც იყო წარმოდგენილი.

სტატიაში ყურადღება დაეთმობა სომხური წარმოების იარაღებს, ასევე მოგითხრობთ სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ სამამულო პროდუქციის განვითარებაში. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია 2018 წლის 29 მარტს გამოფენა “ArmhiTec”-ზე ვიხილეთ.

გამოფენაზე მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან დაახლეობით 57 კომპანია იყო წარმოდგენილი, მაგრამ მათ შორის მთავარი ადგილი რუსულ კომპანიებს ეჭირათ. რუსული კომპანიებიდან დამთვალიერებელს შეეძლო ეხილა “Almaz-Antey”, “Rosatom”, “Rosoboronexport”, და  “Uralvagonzavod” -ის სამხედრო ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევ ჩინური კომპანია “Beijing Tongyizhong Specialty Fiber Technology & Development”, რომელსაც მაღალი ხარისხის ტყვიაგამძლე მოლეკულური ბოჭკოებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ჯავშანფილები და მასალები ჰქონდა წარმოდგენილი. სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან მიდის საუბარი სომხურ ეკონომიკაში ფულის დაბანდების შესაღებ, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ჩინეთთან. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასევე ფრანგულ-გერმანულმა მწარმოებელმა Nexter-მაც, სომხეთმა მასთანაც გააფორმა რაღაც შეთანხმებები მაგრამ სომხური მედია ამის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს. ArmhiTec-ზე წარმოდგენილი იყო ასევე ბერძნული, ინდური, ბულგარული და პოლონური სამხედრო მწარმოებლები.

ArmhiTec 2018 სხვა წლებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი გამოდგა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მსოფლიოს სხვადასხვა იარაღის მწარმოებლებთან ერთად აქ წარმოდგენილი იყო სომხეთის სამამულო წარმოების პროდუქციაც. დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა სომხური წარმოების ოპტიკურმა სისტემებმა, სნაიპერულმა შაშხანებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა.

რაც შეეხება უპილოტო საფრენ აპარატებს, განსაკუთრებული ყურადღება სომხური კომპანიის მიერ წამორდგენილმა ProMAQ-მა მიიპყრო. კომპანია 2016 წლის აპრილის ომის შემდგომ დაარსდა და მთავრობის მხრიდან მას დიდი ხელშეწყობა აქვს. მაგალითად აპარატი „հրեշը“ (“HREESH” – ითარგმნება როგორც მონსტრი). კომპანიის წარმომადგენელმა სარქის აირაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აპარატს შეუძლია წაიღოს 1.6 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და იმოქმედოს 20 კილომეტრის რადიუსში, თვითონ აპარატის წონა 7 კილოგრამს შეადგენს.

კომპანიის მეორე ქმნილება “Модель S1” სადაზვერვო სახის უპილოტო საფრენ აპარატს წარმოადგენს,  კომპანიის მთავარმა ინჟინერმა დავიდ გალოიანმა ხაზი მის ეფექტურობას და სიიაფეს გაუსვა. აპარატის ეფექტურობა გამოიხატება იმაში, რომ მას 4 კილომეტრის რადიუსში შეუძლია მოქმედება და სომხეთის რესპუბლიკის ჯარიკაცებს პირდაპირ რეჟიმში გადასცემს ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას, მისი გამოყენება საარტილერიო სისტემებთან ურთიერთშერწყმითაც შეიძლება.

უპილოტო საფრენი აპარატები სრულიად სომხური წარმოებისაა და  მასზე მუშაობა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ახალ აპარატებს მის წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილი შესაძლებლობები ექნება. წინა მოდელი სომხურმა მხარემ 2015 წელს წარმოადგინა მისი სახელი X-55-ია, რომელიც 3 მარტს აზერბაიჯანულმა მხარემ, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სომხების შეფასებით კომპანია ProMaQ-ის ახალ აპარატები ეფექტური იქნება იგეგმება მათი საექსპორტო ვარიანტების წარმოებაც. როგროც ჩანს სომხებმა 2016 წლის აპრილში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინეს და შეიმუშავეს ახალი სისტემები რაც მათი ჯარის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ ის თუ როგორ შეძლებს ამას სომხეთი, ექნება კი ამის ფინანსური შესაძლებლობა? დაველოდოთ მოვლენები სწრაფად განვითარდება და ჩვენც აუცილებლად შეგატყობინებთ ამის შესახებ.

სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია, სომხური კომპანია “AsparArms”, რომელიც ძირითადად სნაიპერული შეიარაღების მოდერნიზაციითა დაკავებული. მან წარმოადგინა მოდერნიზებული ვერსია ანტი მატერიალური შაშხანა “Zastava M93” და რუსული სნაიპერული შაშხანა დრაგუნოვის მოდერნიზებული ვარიანტები. როგორც კომპანია აცხადებს მათ მთლიანად შეცვალეს სნაიპერული შაშხანის მახასიათებლები, მაგალითად დახვეწეს „ცივიო“ და შაშხანის სახელური. შაშხანაზე მარტივად შეიძლება ღამის ხედვის სისტემის დაყენება, ხოლო ოპტიკური სისტემების სომხურ-ბერძნულმა კომპანიამ “LT Pyrkal”-მა გამოფენაზე ადგილობრივი წარმოების სისტემები წამოადგინა, რომლებიც უახლოეს პერიოდში სამოქალაქო და სამხედრო სფეროებში უნდა დაინერგოს.

“ArmhiTec”-ზე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა რუსული კომპანია “ORSIS”-ის სნაიპერული შაშხანების წარმოებულმა ორმა ნიმუშმა. პირველი ნიმუში გახლავთ მაღალი სიზუსტის შაშხანა “SE T-5000 M”, რომლის ფასიც 390 000 რუბლია (დაახლოებით 6329 დოლარი). ხოლო მეორე ნიმუში კი “ORSIS-K15” მისი ფასი 200 000 რუბლს შეადგენს ( დაახლოებით 3246 დოლარი).  სომხეთში ამ შაშხანების ექსპორტს წარმატებით ახორციელებს კომპანია «ПРОМТЕХНОЛОГИЯ».

კომენტარები