სომხეთში, ალაგიაზის სასროლ პოლიგონზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარდა ვარჯიშები სომეხი და რუსი სამხედროების მონაწილეობით. წვრთნებს სახელად „ურთიერთანამშრომლობა 2017“ ეწოდა.

   სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის გასწვრივ გაანადგურეს პირობითი მოწინააღმდეგის დანაყოფები და საზღვრის დაცვის შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. წვრთნაში  მონაწილეობას იღებდა მძიმე ჯავშანტექნიკის დანაყოფები, „გრადის“ ტიპის საარტილერიო სისტემები. ასევე МИ-8 და МИ-24 ტიპის ვერტმფრენები და გამანადგურებლები  MИГ-29

   სამხედრო წვრთნები 7 ოქტომბერს დაიწყო და  13 ოქტომბერს დასრულდება.  წვრთნებს მეორე ეტაპზე რუსეთის, ხოლო მესამე ეტაპზე ყაზახეთის შეირაღებული ძალებიც დაემატება. ასევე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტაჯიკი სამხედროების ჩართვაც.

   გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ხელმომწერი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის შეთანხმებული მოქმედებების დახვეწას, ნიადაგის შემზადებას ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად.

   აქვე დავაზუსტებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით რუსეთი ცდილობს ნატოს საპირწონე ორგანიზაცია შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

     გთავაზობთ news.am-ის ვიდეოს ამ თემასთან დაკავშირებით:

კომენტარები