ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა მეორე საგამოძიებო დეპარტამენტმა, ქვეყნის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობით მარტში ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც წარმოდგენილია ქვეყნის მიმართ არსებული საფრთხეები. საფრთხეები რომლებიც ქვეყანას ემუქრება დეტალურადაა აღწერილი დოკუმენტში ( იხილეთ დოკუმენტი:https://www.vsd.lt/wp-content/uploads/2018/03/ENG.pdf  ) და ისინი რუსეთის ფედერაციიდან მოდის.

წლიურ ანგარიშში საუბარია ლიტვისთვის არამეგობრულად განწყობილი სადაზვერვო და ძალოვანი უწყებების მტრული მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას. უფრო ზუსტად რომ ვიმსჯელოთ დოკუმენტში შესულია კიბერ-ტერორიზმი, კონსტიტუციური ღირებულებების უხეში ხელყოფა და რისკები რომლებიც ეკონომიკურ და ენერგო სისტემებს ემუქრება.  როგორც ლიტვის თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარიუს იაუნისკი ამბობს, ამ დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მტრულად განწყობილი სპეცსამსახურები უმზადებენ ლიტვის მოსახლეობას. დიდი ალბათობით  ეს ნაბიჯები შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს სოციალური მოქნილობის განვითარებას მოსახლეობაში,  შედეგად კი მათ სწორი შეხედულებები ჩამოუყალიბდებათ სახელწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე რაც თავის მხრივ, სამოქალაქო თავდაცვის დონეს აამაღლებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დოკუმენტში მთავარ საფრთხედ რუსეთი და მის მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია წარმოდგენილი. დოკუმენტის მეოთხე ფურცელზე დეტალურად ვკითხულობთ რომ „2017 წლიდან, კრემლი ცდილობს პოზიტიური ურთიერთობა დაიჭიროს დასავლეთთან, ამ ნაბიჯებით ის არ ივიწყებს მის იმპერიულ ამბიციებს და ცდილობს შეინარჩუნოს/მიაღწიოს ძალთა ბალანსი, დაიკმაყოფილოს მისთვის სასიცოცხლო ინტერესები და დომინირება მოახდინოს მისთვის ხელსაყრელ ტერიტორიებზე, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. რუსეთი ამის მიღწევას ცდილობს ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური, ვირტუალური და სადაზვერვო მეთოდების შერწყმით. აქედან გამომდინარე ლიტვისთვის ზემოთ ხსენებული კონფრონტაციული ქმედებები პირდაპირი გამოწვევაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის“.

ყველა თანხმდება, რომ რუსეთი სამხედრო ძალის გამოყენებასთან ერთად დიდ უპირატესობას, შიდა-პოლიტიკურ სპექტრში შეჭრას ანიჭებს, რითაც საზოგადოების დაშლასა და დანაწევრებას ახერხებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს საზოგადოების მდგრადობას და მათ მცდარს შეხედულებებს უყალიბებს. ჯერჯერობით მოსკოვი არ ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების სამხედრო ძალით ფიზიკურ ოკუპაციას, მაგრამ ირიბად ერევა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში და როგორც თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტშია აღწერილი ცდილობს საზოგადოების სეგმენტაცია მოახდინოს და ხელს უწყობს პოლიტიკური წესრიგის დამხობას. კრემლის დაქვემდებარებაში არსებული მედია საშუალებები (მაგ:https://sputniknews.lt და http://baltnews.lt) აქტიურად ეწევიან საინფორმაციო საქმიანობას და ახდენენ საზოგადოების ჯგუფებში მტრული დამოკიდებულების გაჩენას, რაც უდიდეს ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და ქვეყნის სტაბილურობას.

ლიტვის დაზვერვის სამსახურმა აღიარა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნების აქტიურმა თანამშრომლობამ ორგანიზაციასთან ჰიბრიდული ომის მიმდინარეობას ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი. მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, იგეგმება თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, ქვეყანა ცდილობს ინვესტიციები განახორციელოს სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკაში და მასთან ერთად მოახდინოს კიბერ-სივრცეში საკუთარი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რათა უფრო ეფექტური იყოს რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ.

კომენტარები