რუსეთის ფედერაციამ დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში სამხედრო-საზღვაო ბაზა გახსნა სადაც ფლოტილია ასტრახანის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან გადმოიტანა. ბაზის მოწყობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუადვილებს მოსკოვს გავლენის სფეროების გაზრდას რეგიონში.  თუ კასპიის ზღვის აკვატორიას გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმებით  ჯერ კიდევ არაა დადგენილი რაზეც ჩვენი გუნდი წინა სტატიაში წერდა.(იხ სტატია)

აღსანიშნავია ასევე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც, სადაც კასპიის ზღვის ქვეყნების გამართულ პრესკონფერენციაზე ხუთივე მხარემ (რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ირანმა, თურქმენეთმა და ყაზახეთმა) ზეპირ შეთანხმებას მიაღწია ტერიტორიული წყლების გადანაწილებასთან დაკავშირებით, ხოლო დოკუმენტზე ხელმოწერა 21 აგვისტოს იგეგმება.  რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი მოთამაშეები როგორიცაა რუსეთი და ირანი პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებენ. ისინი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებენ აზერბაიჯანს, თურქმენეთს და ყაზახეთს,  რომელთაც არანაკლები პრეტენზიები და იურიდიული უფლებები გააჩნიათ კასპიის ზღვის ტერიტორიული წყლების გადანაწილებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ ხელშეკრულების დამტკიცება კიდევ უფრო გაჭიანურდება რადგან თითოეულ მხარეს საკუთარი ხედვები აქვს ტერიტორიული წყლების გადანაწილებაზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც, რომელიც ყაზახეთში არსებულ აკტაუს პორტს, ავღანეთში არასამხედრო დანიშნულების ტვირთების გადასატანად იყენებს. შეერთებული შტატების არსებობა რეგიონში რუსულ სტრატეგიულ ინტერესებს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება და სხვადასხვა დიპლომატიურ შეხვედრებზე ყაზახ კოლეგებთან, მთავარი განსახილველი თემა ამერიკის შესაძლო გავლენის სფეროების გაზრდის საკითხი წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ აკტაუს პორტის გარდა ამერიკის შეერთებული შტატები კურიკის პორტსაც აქტიურად იყენებს. 

როგორც რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან ირკვევა, დაღესტნის საზღვაო ბაზა რეგიონში მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს. განცხადებებიდან  ასევე ჩანს, რომ შავი ზღვის ფლოტილიას კასპიისკის ფლოტი დიდად არ ჩამოუვარდება და მეტიც შეიძლება მასზე უფრო ძლიერიც იყოს. ახალი ბაზა სადაო ტერიტორიულ წყლებთან ახლოს გაიხსნა, როგორც ჩანს რუსეთი ჩვეულ სტრატეგიას განაგრძობს და საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით სადაო ტერიტორიას უახლოეს მომავალში მიისაკუთრებს. როგორც რუსი ანალიტიკოსების  განცხადებებიდან ირკვევა ბაზის გადმოტანა დაღესტანში ემსახურება რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას, მაგრამ მოსკოვისთვის სტაბილურობა აღიქმება როგორც მისი მარწუხებით გავლენის მოპოვება  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

კასპიის ზღვის ფლოტილია უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს წარმოადგენს რუსეთისთვის იგი ახლოა ახლო აღმოსავლეთთან, 2015 წელს სწორედ კასპიის ზღვიდან განხორციელდა რუსული რაკეტა Калибр-ების გაშვება, რის შედეგადაც წარმატებით  ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების განადგურდა. გარდა ამისა კასპიის ფლოტილია სამხრეთ სამხედრო ოლქის ნაწილს წარმოადგენს,  რითაც სახმელეთო ჯარების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. ბოლო დროს კასპიის ზღვის აკვატორიიდან განხორციელდა რუსული ფლოტის გადასროლა აზოვის ზღვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან. რაც შეეხება კასპიის ფლოტს რომელიც ასტრახანიდან კასპიისკზე უნდა შემოიყვანონ დამატებული აქვს სადესანტო შესაძლებლობა.  სავარაუდოდ წინა ფლოტის მსგავსად მისი გადასროლა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ უახლოეს მომავალში მოხდება, რაც უკრაინის ხელისფლებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

კომენტარები