11 ივნისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზოგადოებას ახალად შეძენილი სარაკეტო-საარტილერიო სისტემები წარმოუდგინა. საუბარია ბელორუსული წარმოების სისტემა „Polonez“ რომლის სამოქმედო რადიუსი 300 კმ-ია და ისრაელის მიერ წარმოებული ბალისტიკურ რაკეტა „LORA-ზე,“  400 კმ-იანი რადიუსით. ორივე სისტემის დანიშნულება მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ, ქალაქებსა და სამხედრო ბაზებზე იერიშების მიტანა წარმოადგენს.

ნახიჭევანსა და ყარაბაღში დაძაბული ვითარების პარალელურად(http://regresearch.ge/სომხეთ-აზერბაიჯანის-ახალ/) იარაღის წარმოდგენა სპეციალურად დაამთხვიეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს: აზერბაიჯანსა და ბელორუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა 25 წლისთავის აღნიშვნას, სომხეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის მინსკში ვიზიტს, კოლექტიური უსაფრთოხების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმაატში და ილჰამ ალიევის ვიზიტს მოსკოვში სადაც ის ფორმალურად, სომხეთის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს  გაეცნო.

სომხური მედია იმედოვნებდა, რომ ბელორუსი სარაკეტო სისტემის „Polonez-ის“ მიწოდებას არ განახორციელებდა, მაგრამ 2017 წელს მიღწეულ შეთანხმება  რომელიც მინსკში განხორციელდა და ხელი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა მოაწერა, საბოლოოდ მაინც განხორციელდა. სარაკეტო საარტილერიო სისტემა „Polonez”  იყენებს ჩინური კომპანია „Poly Technologies Company-ის“ A200 ტიპის რაკეტებს ხოლო მისი გადამტანი სატვირთო მანქანა MZKT-7930 Astrolog ბელორუსული წარმოებისაა. აქედან გამომდინარე ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის გადაცემას ჩინური მხარეც დაეთანხმა.

სომხეთში მიმდინარე რევოლუციის დროს რუსულმა გამოცემაKommersant-მააზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების საჭიროებაზე აპრილის თვეში ისაუბრა. გამოცემის მიხედვით, ბაქოს ზემოთ ნახსენები ებრაული და ბელორუსული სისტემები, სომხეთის მიერ მიღებული რუსული „Iskander-ების“ დასაბალანსებლად სჭირდება. აღსანიშნავია ასევე სომხეთის პრემიერის ფაშინიანის ვიზიტიც სოჭში 14 მაისს, როდესაც ის ალექსანდე ლუკაშენკოს შეხვდა და ბაქოსთვის ამ იარაღის მიწოდების გაუქმებაზე ესაუბრა.  მაგრად ზუსტად 2 დღეში, 16 მაისს, ბაქოს ბელორუსიის სახელმწიფო სამხედრო-ინდუსტრიული კომიტეტის დელეგაცია ეწვია და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

სხვადასხვა გამოცემები LORA-ს ეფექტურობასა და მოქნილობაზე საუბრობენ. როგორც ებრაული კომპანიის მესვეურები აცხადებენ რუსულ ბალისტიკურ რაკეტას Iskander-E-ს და ამერიკული წარმოების M142-HIMARS და MGM-140 ATACMS მათი ქმნილება დიდად არ ჩამოუვარდება და მეტიც ზოგიერთი მახასიათებლებით მათ შეიძლება ჯობდეს კიდეც. ახლო მოქმედების რადიუსის მქონე LORA გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, ადვილად უსხლტება ანტი-საჰაერო თავდაცვის სიტემებს და სატელიტური ნავიგაციის ფუნქციებიც გააჩნია. მასზე მუშაობა 2003 წლიდან დაიწყო და პირველად საზოგადოებას 2006 წელს საერთაშორისო სამხედრო გამოფენა “Eurosatory-ზე” აჩვენეს. ხოლო  “Polonez-ის” უპირატესობა Iskander-თან შედარებით არის ის, რომ მას გაცილებით მეტი საბრძოლო ქობინის სამიზნემდე მიტანა შეუძლია.   LORA-სა და “Polonez-ის” ინტეგრირება აზერბაიჯანულ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და შორი მოქმედების რადარებთან, დიდ უპირატესობას მისცემს ბაქოს. ეს სისტემა რუსული და ჩინური შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემათა ანალოგი იქნება (Anti-Access/Area Denia ან AA/AD). ალბათ სომხებს ამ სისტემებთან ბრძოლა და გამკლავება მნიშვნელოვნად გაუჭირდება(სავარაუდოდ სომხები რაიმე გზას გამონახავენ და რუსებიდან აღებული ვალის ფარგლბში შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას შეიძენენ).

აზერბაიჯანის მიერ „Polonez-ს“ და „LORA-ს“ შერწყმით მის შეიარაღებაში არსებულ რუსულ, თურქულ და ებრაულ სისტემებთან, მას საშუალებას მისცემს სიმეტრიული პასუხი გასცეს სომხეთის მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ სარაკეტო შეტევას. რაც შეეხება სამამულო წარმოებას ამ სფეროში, ტექნოლოგიური განუვითარებლობის ნაკლებობა  ამის ფუფუნებას არ იძლევა, მაგრამ ნავთობიდან მიღებული მოგების საშუალებით ბაქო შეიარაღების იმპორტირებას უცხოეთიდან მარტივად ახდენს.

„LORA-ს“  ყიდვამდე აზერბაიჯანს დაგეგმილი ჰქონდა ებრაული წარმოების „რკინის გუმბათების“ (Iron Dome, כִּפַּת בַּרְזֶל, kippat barzel)  შეძენა, რომელსაც თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს და მარტივად შეუძლია სომხური “Iskander-ების“ განეიტრალება, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ „თავდასხმით სისტემაზე“ შეაჩერდა.

როგორც ჩანს სომხეთი იმედგაცრუებული უნდა იყოს, რადგან ის კოლექტიური უსაფრთოხების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია, რომელშიც ის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების და მოგვარების მოტივით 1994 წელს გაწევრიანდა. აზერბაიჯანმა კი, ეს ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა. ორგანიზაცია რომელიც კრემლის ეგიდით შეიქმნა სომხეთს, სტრატეგიულ თანამშრომლობას და კონფლიქტის მოგვარებას დაჰპირდა, მაგრამ თუ რუსეთის და ბელორუსიის ქმედებებს აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის ფონზე განვიხილავთ ეს სომხეთის როგორც ორგანიზაციის წევრისა და მოკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება უფროა ვიდრე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა.

 

 

 

კომენტარები